ჰანს კლუგე: მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული, ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის დასრულებიდან მსოფლიო შორს არის და სამწუხაროდ, იზრდება COVID19-ის დელტა შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა.

კლუგეს თქმით, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან.

„პანდემიის დასრულებიდან ჯერ კიდევ ძალინ შორს ვართ. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან.

წევრ სახელმწიფოთა მიერ მოსახლეობის ვაქცინაციის გაძლიერებული მცდელობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან“,- აცხადებს კლუგე.

WHO და ECDC: SARS-COV-2-ის დელტა შტამი ევროპის დიდ ნაწილში დომინირებს, გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება