Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანელი დევნილებისთვის გადაუდებელი დახმარების ფონდიდან 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ნებართვა გასცა.
როგორც გამცემა წერს, შეერთებული შტატები ათასობით ავღანელის ევაკუაციისთვის ემზადება, რომლებსაც სპეციალური საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განაცხადები აქვთ შეტანილი. ისინი ძირითადად ყოფილი თარჯიმნები არიან და აშშ-ის მთავრობისთვის აღმოჩენილი დახმარების გამო თალიბებისგან შურისძიება ემუქრებათ..
ევაკუირებულთა პირველ ჯგუფსა და მათ ოჯახებს ვირჯინიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ჩაიყვანენ, სადაც ისინი სავიზო განაცხადების დამუშავების პროცესის დასრულებას დაელოდებიან.
ორშაბათს, პენტაგონში განაცხადეს, რომ დაახლოებით 2 500 ავღანელი შეიძლება ჩამოიყვანონ დაწესებულებაში, რიჩმონდიდან სამხრეთით 48 კილომეტრში.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური საემიგრაციო ვიზები აქვთ ავღანელებს, რომლებიც მუშაობდნენ თარჯიმნად ან სხვა სამუშაოებზე აშშ-ს მთავრობისთვის 2001 წლიდან.