Reuters-ის ინფორმაციით, კანადა დააჩქარებს ავღანელი თარჯიმნების, საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახების ჩაყვანას ავღანეთში შექმნილი უსაფრთხოების „გაუარესებული“ ვითარების გამო.
კანადის იმიგრაციის მინისტრმა მარკო მენდიჩინომ განაცხადა, რომ ეს ეხება რამდენიმე ათას ადამიანს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება ეს პროცესი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, „თალიბანი“ უსწორდება და ხოცავს იმ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც უცხოეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ.
CNN: ავღანეთში თალიბებმა აშშ-ის არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს
აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს