15:00 საათის მდგომარეობით, Pfizer-ის პირველი დოზით აცრაზე 120 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.
რეგისტრაციის პროცესი 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყო და პორტალზე, ჯამში, 150 000 დოზა იყო ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს შეუძლიათ, ვაქცინა პორტალ booking.moh.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნონ ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1522.
აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უშუალოდ აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.