ავღანეთის მთავრობამ ქვეყნის 34 პროვინციიდან 31-ში ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა, რათა აღკვეთონ ძალადობა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო თალიბების მასშტაბური შეტევის შედეგად. ამის შესახებ Guardian-ი შს სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ძალადობის აღსაკვეთად და „თალიბანის“ მოძრაობების შეზღუდვის მიზნით, ქვეყნის 31 პროვინციაში დაწესებულია ღამის კომენდანტის საათი”, მათ შორის არ არის ქაბული", ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.