ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ინდოეთში, მუსონური წვიმებით გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Euronews-ი ავრცელებს.

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში მომხდარი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში.

გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა. გარდა ამისა, სტიქიის გამო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.