გაეროს უშიშროების საბჭომ თურქეთის რესპუბლიკისა და კვიპროსელი თურქების გადაწყვეტილებას კურორტ ვაროშას გახსნის გადაწყვეტილება დაგმო და მოუწოდა, ”დაუყოვნებლივ შეცვალონ” ეს ცალმხრივი ქმედება. ინფორმაციიას Aljazeera ავრცელებს.
გაერო აცხადებს, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე დაძაბულობის ზრდას შეუწყოს ხელი.
გაეროს განცხადებაში, რომელიც ღია სხდომაზე საბჭოს 15-მა წევრმა დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ ვაროშის გარეუბნის ნებისმიერ ნაწილში დასახლების მცდელობა "მისი მოსახლეობის გარდა, სხვა ადამიანების მხრიდან, დაუშვებელია".
საკითხს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწოდება უსაფუძვლოა და კვიპროსის კუნძულის რეალობას არ შეესაბამება.