ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ  2 061 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 061 ადამიანს დაუდასტურდა, 1654 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 402 759 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 373 088, გარდაიცვალა 5 688 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 204 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 631 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 573 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %.

ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან 1030 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 299, იმერეთი - 190, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 62, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 23 957, საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 805, აჭარაში - 451, იმერეთში - 642.

მძიმე პაციენტი: 947, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 65, იმერეთში -220.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 210, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 5, იმერეთში - 12.

1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 - თბილისში, 499- აჭარაში. 17 191 ინფიცირებუი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 827, პირი, აჭარაში - 2 777, იმერეთში - 1 980.