ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ამიტომ პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები.

BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარი და ნალექები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კუნძულ ტაივანს უკვე დაატყდა თავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავიარეისების და სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის კომერციულ ცენტრში - შანხაიში, სამივე საერთაშორისო აეროპორტმა, Pudong-მა, Hongqiao-მ და Hangzhou-მ, ყველა ფრენა გააუქმა, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა და დაიხურა ბიზნეს და სასწავლო დაწესებულებები

მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტაიფუნი 146 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ჩინეთის ტერიტორიამდე მიღწევის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმას და წყალდიდობებს გამოიწვევს.