საბერძნეთში, სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა იმ ხალხის დასაშლელად, რომლებიც შაბათს, ათენის ცენტრში შეიკრიბნენ და სავალდებულო კოვიდვაქცინაციას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, ამ თვეში, 4000-ზე მეტი ადამიანი უკვე მესამედ შეიკრიბა საბერძნეთის პარლამენტის წინ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტა.

ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ბენზინის ასაფეთქებელი ისროლა, რის გამოც პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.