ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე იაკუბ შამილოვი ბოლო წამებზე შესრულებული გდებით დაამარცხა.
მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალში - კორეელ ან ბაულს, ხოლო ფინალში მარგველაშვილი მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ვაზარით დამარცხდა.
ცნობისთვის, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.