დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, თბილისიდან 54 კმ_ში, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბიძგების სიძლიერემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინ.
ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველი მიწისძვრა 12:14 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.