ხორვატიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ხორვარიაში, ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ სლავონსკი ბროდთან, დედაქალაქ ზაგრებსა და სერბეთის საზღვარს შორის მდებარე მაგისტალზე მოხდა. დააშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

პოლიციის განცხადებით, ავტობუსს კოსოვოს სანომრე ნიშნები ჰქონდა და გერმანიიდან კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინასკენ მიემართებოდა, რომელიც სერბეთის სამხრეთით მდებარეობს.

შემთხვევის ადგილი, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზაა, რომელიც ტურიზმისა და დასავლეთ ევროპაში დასაქმებულთა ხორვატიაში დაბრუნების გამო ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დატვირთულია.