გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, თუ მომდევნო თვეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესება საჭირო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
თუმცა, ჰელგ ბრაუნმა გაზეთ "Bild am Sonntag"- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ მოელის კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ ერთი "ლოკდაუნს" გამოცხადებას ქვეყანაში.
ბრაუნის თქმით, არავაქცინირებულ ადამიანებს შეიძლება აეკრძალოთ ისეთ ადგილებში შესვლა, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრები და სტადიონები.
მისივე თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია მძიმე დაავადებებისგან დასაცავად და რადგან "ვაქცინირებულებს ნამდვილად მეტი თავისუფლება ექნებათ, ვიდრე არავაქცინირებულებს".
ბოლო კვირების განმავლობაში გერმანიაში ვაქცინაციის პროცესი შენელდა. ამან გამოიწვია დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წაახალისონ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ ვაქცინა.
როგორც ცნობლია, გერმანიის მოსახლეობის 60% -ზე მეტმა გაიკეთა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 49% -ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.