Deutsche Welle-ს ცნობით, სამხრეთ აფრიკაში რეგიონისთვის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რიგ ქალაქებში თოვს, გზები კი ლიპყინულის გამო გადაკეტილია.
ქალაქ კიმბერლიში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ისტორიაში პირველად ჰაერის ტემპერატურა -9,9 გრადუსამდე დაეცა. ამასთანავე, იოჰანესბურგში დაფიქსირდა -7 გრადუსი ყინვა, რაც ასევე უფრო დაბალია, ვიდრე წინა შემთხვევაში - მინუს 6,3 გრადუსი, რომელიც 1995 წლის 19 ივლისს დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების ცნობით, სამხრეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში დაბალი ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.