ჩრდილოეთ სირიაში თავდასხმის დროს 2 თურქი ჯარისკაცი მოკლეს და 2 დაიჭრა, განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, რომ თავს დაესხნენ თურქულ ჯავშანმანქანას. შემთხვევა მოხდა ე.წ. ევფრატის ფარის რაიონში, რომელიც თურქეთის საზღვარსა და ჩრდილოეთ ალეპოს შორის მდებარე რეგიონისგან შედგება, ქალაქების - ჯარაბლუსისა და ელ-ბაბის ჩათვლით.
სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა "ტერორისტების" მიერ განხორციელდა, თუმცა არ უთქვამს, რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ისინი. მათი განცხადებით, თურქეთის ჯარმა საპასუხო იერიში მიიტანა "ტერორისტულ" სამიზნეებზე.
თურქეთმა თავისი პირველი ოპერაცია სირიაში 2016 წელს დაიწყო თავისი სასაზღვრო რეგიონიდან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განდევნის მიზნით. ამ ოპერაციას "ევფრატის ფარი" ეწოდა.
თურქეთმა კიდევ სამი სხვა ოპერაცია განახორციელა ჩრდილოეთ სირიაში, რომელთა უმრავლესობაც მიმართული იყო სირიელ ქურთ მებრძოლთა "სახალხო თავდაცვის რაზმების", ან YPG-ს წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლის.