ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე შეაქო.
პაუ გასოლმა სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა.
„ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი, რომელმაც უკვე მეცხრე ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.
ის 53 წლისაა და ასპარეზობა სეულის 1988 წლის ოლიმპიადიდან დაიწყო.
სპორტის ლეგენდა!“, - წერს პაუ გასოლი Twitter-ზე.