ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
"ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში 567 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ასპარეზობას კვლავაც აგრძელებს. ამჯერად ტიტულიანი ქართველი ტყვიით მსროლელი სპორტული პისტოლეტით (25 მ) სროლაში მოსინჯავს ძალებს.
წლევანდელ თამაშებზე გამოსვლით, ნინო სალუქვაძემ რეკორდი დაამყარა ოლიმპიადებზე მონაწილეობის რაოდენობით - ეს მისთვის რიგით მეცხრე ოლიმპიადა იყო. 1988 წელს სეულში მან ოქროს მედალი მოიპოვა.