Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.

Pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ამასთან, Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge.

COVID-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.

წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებენ.

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა.

Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია