იაპონურმა კომპანიამ COVID19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო

Wall street journal-ის ინფორმაციით, იაპონურმა კომპანიამ,Shionogi-მ COVID-19-ის საწინააღმდეგო, სამკურნალო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო.

როგორც გამოცემა წერს, საუბარი ეხება აბებს, რომლის მიღება დღეში ერთხელ იქნება საჭირო და ვირუსს პირველი მიღებიდან ხუთ დღეში გაანეიტრალებს.

იაპონური კომპანია ,Shionogi-ს ხელმძღვანელი ისაო ტასიროგი აცხადებს, რომ წარმატების შემთხვევაში, კომპანია მედიკამენტის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად ნებისმიერ საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება.

ადამიანებში მედიკამენტის გამოცდა მიმდინარე თვეში დაიწყო და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კვლევაში პირველ ეტაპზე 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კვლევაში ჩართულთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.