სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.