ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში კანადელი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.