საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა.
მინისტრმა ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
მინისტრთან ერთად აიცრა, მისი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
დღესვე Pfizer-ის ვაქცინით აიცრენ დიპლომატები – ყაზახეთის ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, იაპონიის ელჩის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენელი/ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი.