ენტონი ფაუჩი: მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება დასჭირდებათ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება დასჭირდებათ.

„მონაცემებს უნდა გადავხედოთ. ისრაელისა და Pfizer-ისგან მიღებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დაცულობის მაჩვენებელი, შესაძლოა, შემცირდა. როდესაც ყველაზე დაუცველი ადამიანების ჯგუფი გვყავს, კერძოდ, ადამიანები, რომლებსას ჩახშობილი იმუნური სისტემა აქვთ, გამაძლიერებელი დოზა შეიძლება გახდეს საჭირო“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.