პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა სამმა დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგი იყო.

კანონის მიხედვით, ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, 76 დეპუტატი. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 6-თვიანი იქნება.

დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების არჩევას მესამედ შეეცდება