დღეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა.
ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა.
მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 32 წლის გრიგოლ ხურცილავა და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2004 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სანაიას მეუღლის ხათუნა ჩხაიძის მოთხოვნა, რომელიც მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა.
ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.