პოლიციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავა

სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გარდა სპორტსმენებისა, სამართალდამცავებმა დააკავეს კიდევ ორი პირი. მათ პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან.

ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა ხობში ერთ-ერთ სუპეარკეტთან მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციას არ დაემორჩილნენ.