ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია

26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 404 339-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, ვაქცინით 1 574 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში აცრები ჩატარდა ვაქცინებით: Astrazeneca , pfizer, Sinopharm-ი და Sinovac-ი.