მედია: აზერბაიჯანში სტუდენტებს კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ

აზერბაიჯანში 18 წლის ასაკის ზემოთ სტუდენტებს ე.წ. კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრიდან აზერბაიჯანში ე.წ კოვიდპასპორტის წარდგენა რესტორნებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში სტუმრობისას სავალდებულო გახდება. შესწორებები მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში შევიდა, რომელიც სპეციალურ საკარანტინო რეჟიმს ეხება.

ახალი ზომები 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა.

ამასთან, ახალი შესწორებებით, სახელმწიფო ორგანოების, სულ მცირე, 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს. ეს ეხება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.