კვლევა: დელტა შტამით რეინფიცირების საფრთხე ბრიტანულ ვარიანტთან შედარებით 46%-ით მაღალია

The guardian-ის ინფორმაციით, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის დელტა შტამით რეინფიცირების საფრთხე ბრიტანულ ვარიანტთან შედარებით 46%-ით მაღალია.

როგორც გამოცემა წერს, კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქვეყანაში ,,დელტა" ვარიანტით რეინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

კვლევის მიხედვით ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ გამოვლინდა.

გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, რატომ იწვევს მეტ რეინფიცირებას ,,დელტა", თუმცა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ადრეული ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა, მცირედით სუსტდებოდეს, შესაბამისად მცირდება ორგანიზმის დაცვის უნარიანობა ახალი შტამის მიმართ.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რეინფიცირების შემთხვევები მთლიან სურათში მაინც მცირეა და 1,2%-ს შეადგენს. ეს მონაცემი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ 83 197 შემთხვევის ანალიზის შედეგად მიიღო.