საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამი დაუდასტურდათ

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის 12 მოქალაქეს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი დაუდასტურდა. მათ უმეტესობას, საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას Timeofisrael-ი ავრცელეებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, "დელტა პლუს" შტამი არის თუ არა "დელტა" შტამზე უფრო გადამდები.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარტის შემდეგ პირველად ისრაელში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 პროცენტს ასცდა.

კვირას 67 676 ტესტის შედეგად კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2.07 %-ს შეადგენს. ამჟამად ისრაელში 11 606 აქტიური შემთხვევაა, 6 კვირის წინ ეს რიცხვი 200-ს შეადგენდა.

ცნობისთვის, 30 ივლისიდან საქართველო ისრაელის წითელ ზონაში გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აეკრძალებათ, რთული ეპიდსიტუაციის გამო.