ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყნის დიდ ქალაქებში სატრანსპორტო მიმოსვლის კუთხით დაწესებული შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება. კერძოდ, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს, 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.
კონკრეტულად, მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, 22:00 საათიდან - 05:00 საათამდე გადაადგილების მხრივ დაწესებული აკრძალვა არ გავრცელდება არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.