რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა

რუსეთის მედიის ზედამხედველმა ორგანომ, როსკომნადზორმა დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებსაიტი დაბლოკა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბლოკილია ნავალნისთან კავშირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების ვებგვერდებიც - ჯამში 48 საიტია.

ნავალნის ვებსაიტზე წვდომა შეზღუდულია გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. უწყების თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ვებსაიტი, navalny.com, შეიცავდა "მოწოდებებს მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული აქტივობისა და მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ, არსებული წესების დარღვევით".

ამ გადაწყვეტილებით, ორგანიზაციები კანონგარეშედ ცხადდებიან და ნავალნისთან დაკავშირებულ პირებს სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. შემოდგომაზე, რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს, დუმის ქვედა პალატის არჩევნებია დაგეგმილი.