თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციამ დიდი ბრიტანეთიდან და შენგენის ზონიდან აშშ-ში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს „დელტა“ ვარიანტის გავრცველებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები ამ ეტაპზე შეინარჩუნებს მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს“, - განაცხადეს თეთრ სახლში.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ში ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ვაქცინირებული არ არის და, როგორც ჩანს, მომდევნო კვირების განმავლობაში, მათი რიცხვი მხოლოდ გაიზრდება.