,,დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები არსებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს, - შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო არსებობს, სამოგზაურო შეზღუდვებს ძალაში ვტოვებთ. ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები ბოლო რამდენიმე კვირაა, იზრდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამოგზაურო შეზღუდვა პირველად 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესა. გასულ კვირაში კი აშშ-მა საზღვარი ჩაკეტა მექსიკასთან და კანადასთან.