დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გართულების გამო, ქორწილებისა და ქელეხების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ქორწილები და ქელეხები ისედაც აკრძალულია, თუმცა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო გამკაცრდება", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცენტრის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს თუ რა ფორმით და რა მექანიზმით მოხდება გაკონტროლება.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.