ლოკდაუნი არ იგეგმება, მართვის სხვა საშუალებები გვაქვს - აცრა და ნიღაბი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ანტივაქსერებზე საშიშები არიან ისინი, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ.
„ისინი უფრო დიდი „ინფლუენსერები“ არიან, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.