ბოლო 24 საათში საქართველოში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში 13 884 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 55% Pfizer-ით აიცრა, შემდეგ მოდის Sinopharm-ი, AStrazeneca და Sinovac-ი. დღეს სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ 14 ათასამდე ადამიანი აიცრება. სამიზნე კი 25 ათასია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისი 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ემატება ამცრელი ბრიგადები.

„აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში. დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყო ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სატუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.