დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაში და რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ორსულების აცრა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ორსულების Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრა არ შეიძლება,Pfizer-ით კი ორსულების ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი.
,,Sinopharm-სა და Sinovac-ს ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ კვლევები არ იქნება, ინსტრუქციაში ვერ ჩაწერენ.
Pfizer-ს ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით Pfizer-ით ორსულების აცრა შესაძლებელია, Sinopharm-თა და Sinovac-ით კი ჯერჯერობით არა“,- განაცხადა იმნაძემ.