ტყის ხანძრის გამო, იტალიაში 1 500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

იტალიის კუნძულ სარდინიაზე, ორისტანოში, ხანძარმა ტყის მასივის 20 ათას ჰექსტრამდე ფართობი გაანადგურა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, 1 500-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ცეცხლის ჩაქრობას 7 500-მდე ადამიანი ცდილობს, მათ შორის - მეხანძრეები, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და მოხალისეები. ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ სკანო-მონტიფეროსაც, საიდანაც 400 ადამიანია ევაკუირებული, სულ კი 1 500.

ხანძრის ჩასაქრობად 20 ვერტმფრენი მუშაობს.

გარდა ამისა, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ ევროკავშირის ქვეყნებს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მიმართა.