ტოკიოს ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა იზრდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 2 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
როგორც ცნობილია, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება იანვრის თვეში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 2 520 შემთხვევას, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტოკიოსთვის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლებოდა.
ტოკიოს გარდა, ბოლო პერიოდში, ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქის მიმდებარე პრეფექტურებშიც დაფიქსირდა.