ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა სასტიკად სცემეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი და ასევე იმ სამედიცინო ცენტრის უფროსი, სადაც პრეზიდენტ ემომალი რახმონის და, კურბონბი რახმონოვა გარდაიცვალა.
,,რადიო თავისუფლების" ინციდენტი 20 ივლისის საღამოს მოხდა. წყაროს ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კურბონბი რახმონოვა მკურნალობის კურსს გადიოდა ქვეყნის პრეზიდენტის აპარატთან არსებულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ემომალი რახმონის დისთვის სპეციალურად მიიწვიეს სპეციალისტები გერმანიიდან, რუსეთიდან და უზბეკეთიდან, რომლებმაც კურბონბი რახმონოვას სიკვდილის მიზეზად ადგილობრივი ექიმების არასწორი მკურნალობა დაასახელეს.
„ამ დასკვნამ გააცოფა კურბონბი რახმონოვას შვილები: ფარხიდდინი, ფერუხი და ზიედალი საფაროვები, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მიცვიდნენ ექიმებს და იქ მყოფ ჯანდაცვის სფეროს მესვეურებს. პრეზიდენტის დისშვილების დაწყნარება მხოლოდ პრეზიდენტის შვილმა, რუსტამ ემომალიმ შეძლო“, - იუწყება რადიო თავისუფლების ტაჯიკეთის ბიურო.
ცნობის გადასამოწმებლად ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შემოწმება, მაგრამ, როგორც წყარომ აცნობა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს, ჯერჯერობით უწყებას არავინ დაუკავებია.