უცნობმა პირმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი აიყვანა, ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტი წერს, რომ პოლიციამ შენობის მიმდებარე ტეროტორია გადაკეტა, შეიარაღებულის მოთხოვნები კი ჯერ უცნობია.
ბრიტანული სააგენტო ასევე წერს, რომ გასულ თვეში, შეიარაღებულმა ნიღბიანმა ქალაქ ზუგდიდში 43 ადამიანი აიყვანა მძევლად, $500,000-ის ოდენობით გამოსასყიდის მიღების შემდეგ კი მძევლები გაათავისუფლა და გაუჩინარდა.