ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.
როგორც ცნობილია, ორგანიზაციაში სურთ, რომ ელექტრონულ სიგარეტზე ისეთივე რეგულაციები გავრცელდეს, როგორიც ჩვეულებრივ თამბაქოზე ვრცელდება.
ორგანიზაციაში ითხოვენ, რომ ქვეყნებმა მიიღონ ახალი ნორმატიული აქტები, რომელთა მიხედვითაც, ელექტრონული სიგარეტის კოლოფებზე ისეთივე გამაფრთხილებელი წარწერები გაჩნდეს, რომლის დატანაც ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფებზეა სავალდებულო.
ჯანმოში აცხადებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად პოზიციონირდება როგორც მიმზიდველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს კი ელექტრონული სიგარეტის მოზარდი მომხმარებლები შემდგომში სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან თამბაქოს მომხმარებლები.