სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ“, - იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.