კომპანია Pfizer-ი და მისი პარტნიორი BioNTech-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადს აშშ-ში დღეს შეიტანენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახლა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, უსაფრთხოა თუ არა ეს ვაქცინა. ჯერ არ არის ცნობილი, რა დრო დასჭირდება ადმინისტრაციას მონაცემის შესასწავლად. თუმცა ამერიკელი ექსპერტები ვაქცინის დამტკიცებას დეკემბრის პირველი ნახევრისთვის ვარაუდობენ.
ცნობილია, რომ ამ ვაქცინამ 65 წელს გადაცილებულებში 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა.