ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების ან ლეტალური შედეგის რისკი არსებობს.
„არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის ვარიანტის განხილვა შესაძლებელია, თუ კორონავირუსის მძიმე ფორმით განვითარების ან ლეტალური შედეგის რისკი არსებობს“, - განაცხადეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში.
ახალგაზრდების ვაქცინაციის გადაწყვეტილება ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების სწრაფი ზრდითაა განპირობებული.