აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიფტში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა სვასტიკის სიმბოლო გამოსახა. ლიფტი ანტისემიტიზმის მონიტორინგისა და ბრძოლის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან არის განთავსებული.
მომხდარის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დეპარტამენტის თანამშრომლებს Mail-ით აცნობა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გამოსახულება წაშლილია და მიმდინარეობს გამოძიება.
,,ეს ფაქტი მტკივნეულად შეგვახსენებს, რომ ანტისემიტიზმი წარსულის გადმონაშთი არ არის. ის, როგორც ადრე, მსოფლიოში მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ძლიერია და ეს ამაზრზენია. მას ადგილი არ აქვს არც შეერთებულ შტატებში, არც სახელმწიფო დეპარტამენტში და არც სხვაგან. ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ადგილი არ არის სახელმწიფო დეპარტამენტში, არც მის ადმინისტრაციაში და ზოგადად, მსოფლიოში.