ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს.

„ეს შესაძლებლობა ახლა განიხილება, მაგრამ თუ არ ხართ აცრილი, ისეთი ჭკვიანი არ ხართ, როგორც მეგონეთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

26 ივლისს, აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინაციის გავლას დაავალებს. აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი პირველი ფედერალური სააგენტო გახდა, რომელმაც ამგვარი მანდატი დააწესა.

გარდა ამისა, ქალაქ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ მუნიციპალური სამსახურების ყველა თანამშრომელს ვაქცინაციის გავლა დაავალა.