The Guardian: ვატიკანი ინსტაგრამის პასუხს ელოდება, როგორ მოიწონა პაპის ექაუნთმა ბრაზილიელი მოდელის ფოტო

ვატიკანი Instagram-ისგან მოითხოვს განმარტებას, თუ როგორ მოიწონა პაპის ოფიციალურმა ექაუნთმა ბრაზილიელი მოდელის ფოტო. შესაბამის ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

13 ნოემბერს ნატალია გარიბოტის ინსტაგრამის პროფილზე პაპის „მოწონება“ ჩანდა, ვიდრე მოწონებულ ფოტოზე რეაქცია ვატიკანმა არ წაშალა.

„პაპისგან ოფიციალური დალოცვა მივიღეთ“, - განაცხადა მოდელის გვერდის მმართველმა კომპანიამ. გარიბოტის 2.4 მილიონი მოწონება აქვს ინსტაგრამზე, სააგენტოს პოსტს შემდეგი განცხადებაც დაემატა: „მთავარია, სამოთხეში მოვხვდები“.

ვატიკანის სპიკერმა The Guardian-ს განუცხადა: „ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ფაქტი, რომ ეს „მოწონება“ პაპისგან იყო, ამიტომ პასუხი Instagram-სგან უნდა მივიღოთ“.